10:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 12:25:25, 629 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბულვარი, რომლის ფართობიც ორი ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია და სრულად გასაახლებელია.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, მძიმე მდგომარეობაშია. თავდაპირველად ვფიქრობდით, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მიწის ქვემოთ, გვირაბებში ჩაგვეტანა და ზედა სივრცეში მწვანე პროექტი განგვეხორციელებინა, თუმცა კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ბულვარში ასწლოვანი ხეების დიდი ნაწილი უნდა მოიჭრას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო მოძრაობა დავტოვოთ ისე, როგორც არის და შუა გამყოფი ბულვარი მთლიანად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება საპარკო ავეჯი.

„გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი. ასევე, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული „300 არაგველის მემორიალი“ იქნება“, - დასძინა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, ოთხ მლნ ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics