|
2024-01-16 17:55:55, 1258 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - უკრაინის მხარდაჭერა არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიციაა
უკრაინის მხარდაჭერა არა ქველმოქმედება, არამედ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში განხორციელებული ინვესტიციაა,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მოკავშირეები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებენ. "ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით და რაღაც ეტაპზე რუსეთი გააცნობიერებს, რომ ზედმეტად დიდ საფასურს იხდის, დაჯდება და დათანხმდება რამე სახის სამართლიან მშვიდობას, თუმცა ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით",- თქვა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინას "ძლიერად უტევს", ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. "ვხედავთ, როგორ აძლიერებს რუსეთი თავის პოზიციებს; როგორ იძენენ ისინი დრონებს ირანისგან; აშენებენ დრონის მწარმოებელ საკუთარ ქარხანას; როგორ იღებენ საბრძოლო აღჭურვილობას და ბალისტიკურ რაკეტებს ჩრდილოეთ კორეისგან; მათ ასევე აჩვენეს მაღალი შემგუებლობა მსხვერპლის მიმართ. რუსეთი ძლიერად უტევს და ეს არის სერიოზული, ჩვენ ყოველთვის სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი, თუმცა ამასთან ერთად, მე მჯერა, რომ არის ასევე ოპტიმიზმის მიზეზიც",- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)