08:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 13:59:01, 516 ნახვა

პოლიტიკა
სონღულაშვილი - ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შევძლოთ იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია

დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შევძლოთ იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილი ჩინეთში, „ქართული ოცნების“ დელეგაციის შეხვედრაზე განაცხადა. 

სონღულაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ საართველოსა და ჩინეთის შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე შუა დერეფნის განვითარებაში“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. მოგეხსენებათ, ეს ურთიერთობები ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ საფეხურზე, რაც არის სტრატეგიული ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი ეკონომიკური მიმართულებით მსოფლიოში არის მეორე ქვეყანა. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული ორმხრივ ურთიერთობაში და როგორც სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე შუა დერეფნის განვითარებაში, რადგან მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფნის განვითარებასთან მიმართებით. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავებული იყოს, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებული. ზუსტად ამას ემსახურება ის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც ამ ვიზიტის განმავლობაში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ იმ დიდი რესურსის, შესაძლებლობების და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics