09:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-15 13:51:04, 665 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ჩინეთში კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია

საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროკავშირის,  აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს  შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია. 

"საუბარი შეეხო  დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია.

ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ხედვები მოდერნიზაციის თაობაზე, ჩინეთში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაზედაც ასევე ადრე ნაკლებად საუბრობდნენ ჩინეთში და მათი დაძლევის გზებზე. ხვალაც ძალიან საინტერესო შეხვედრებია დაგეგმილი და შემდეგ გავემგზავრებით შანხაიში, სადაც იქნება კონკრეტული საუბარი ეკონომიკური დარგის განვითარებაზე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics