09:10 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 14:48:59, 693 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რელიგიური შუღლის გაღვივება და შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია

რელიგიური შუღლის გაღვივება და შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, არ არის ახალი, მაგრამ ხომ ვიცით, რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროული, სწორი და მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ეს დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით. ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, ჩვენს წარსულს, რომლითაც ვამაყობთ, ჩვენს კულტურას, მაგრამ კიდევ  ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, ყველასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი მიდგომები კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე ხომ არ შეუქმნის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს გამოხატვის თავისუფლებას, კალაძემ უპასუხა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სათანადოდაა დაცული.   

„ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება, ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს ასეთი ვითარება და მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს“, - დასძინა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 იანვარს, შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics