11:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 17:48:25, 738 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში - ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი

ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა, ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა.

ოხანაშვილის თქმით, "ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია".

„როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი. რომელია ასეთი სიმძიმის ცენტრი ხომ? რა თქმა უნდა, არცერთი. ამიტომ, მათი ეს განცხადებები განწირულია. რაც არ უნდა ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება მეორე განშტოებას შეერწყას, ისინი რეალურად ერთი ჯგუფია. უბრალოდ ცენტრი სიმძიმის არ გააჩნიათ, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ აქვთ  და არც იკვეთება, რომ ოპოზიციაში ვინმე ასეთი შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს გაერთიანებას. ამიტომ, ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics