12:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 15:17:37, 628 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან სტალინის გამოსახულებიანი ხატის შეღებვას აპროტესტებენ [ვიდეო]

თბილისში, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა.

ფერაძის სახლთან "ალტ-ინფოს" წევრები არიან შეკრებილი. ისინი სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტს "ხატის შეურაცხყოფაში" სდებენ ბრალს. 
 
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიდრე მოქალაქეები ფერაძის სახლთან შეიკრიბებოდნენ, აქტივისტი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აცხადებდა, რომ არაერთი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.

თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.

მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics