|
2024-01-10 13:00:54, 656 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სეიმის სპიკერს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები მედიისა და უკრაინული საზოგადოების წარმომადგენლებთან. "ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია ჩვენი სანდო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან. დღეს ვილნიუსში ვიმყოფები, სადაც გავმართავ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სეიმის სპიკერთან გავმართავ მოლაპარაკებებს. ასევე გვექნება შეხვედრები მედიისა და უკრაინული თემის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მადლობა უკრაინის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის ომის მთელი 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)