10:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-05 16:41:51, 1017 ნახვა

მსოფლიო
იბრაჰიმ რაისი - ღაზას სექტორში ომი ისრაელის განადგურებას გამოიწვევს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის განცხადებით, ღაზას სექტორში ომი ისრაელის განადგურებას გამოიწვევს.

როგორც რაისი ამბობს, "ჰამასის" მიერ გამოცხადებული "ალ-აკსას წარღვნის" შედეგად "სიონისტური რეჟიმი" დასრულდება. 

"ჩვენი მტრები ხედავენ ირანის ძალას. მთელმა მსოფლიომ იცის მისი ძალა და შესაძლებლობები. ჩვენი ძალები გადაწყვეტენ მოქმედების ადგილსა და დროს. ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა“ დასრულდება, ღმერთის დახმარებით, ეს იქნება სიონისტური რეჟიმის დასასრული",- თქვა რაისმა ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვაზე.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიში წამოიწყო, რა დროსაც ებრაული დასახლებები დაიკავა, ასობით ადამიანი დახოცა და ათობით მძევალი აიყვანა. „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის „ალ-აკსას წარღვნა“ დაწყების შესახებ განაცხადა, რის საპასუხოდაც, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით „რკინის ხმლები“ დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რასაც სექტორის გარშემო ბარიერის აღდგენა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტის გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა.

არაერთი სახელმწიფოს მონაწილეობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ტერორისტული დაჯგუფების მიერ ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.

1-ელ დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა და ბრძოლები სექტორის სამხრეთ ნაწილშიც წამოიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics