|
2023-12-29 20:54:13, 1582 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ვახტანგ მაისურაძემ 2023 წელს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი და სხვა. "წლის განმავლობაში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამის 35 მუხლით 1 300 000 ლარის ფარგლებში 3 500 მოქალაქემ და 362 დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა ისარგებლა, მოეწყო 19 345 გრძივი მეტრი გზა, რეაბილიტირდა ერთი საბავშვო ბაღი და დაწყებულია 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, მიმდინარეობს ერთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ერთი საჯარო სკოლის დემონტაჟი და მის ადგილზე ახლის მშენებლობა, მოეწყო 9 ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, 14 სავარჯიშო სივრცე და 1 ღია საჭიდაო არენა, 3 დასასვენებელი სკვერი და სხვა. მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2024 წლის გეგმები გააცნო, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მოსახლეობას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)