22:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 13:37:52, 697 ნახვა

საზოგადოება
„თიბისელები“ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას AWS re:Invent-ს დაესწრნენ

"თიბისის" ტექ გუნდი AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაემგზავრა. AWS re:Invent სასწავლო კონფერენციაა, რომელიც მასპინძლობს ღრუბლოვანი კომპიუტინგის საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან. აუდიტორია ინფორმაციას იღებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სწავლებისა და სასერტიფიკაციო შესაძლებლობებზე. ტარდება 2000-ზე მეტი ტექნიკური სესია, გამოფენა და სხვა.

„შესაძლებელი იყო დიდ ტექნოლოგიური კომპანიების, მაგალითად, Hashicor-ის, Docker-ის, RedHat-ის, Gitlab-ის, Canonical-ის წარმომადგენლებთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ჩვენს კონკრეტულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე",- აცხადებს ალექსანდრე კვაიჭაძე, TechOps-ის ლიდი.

re:Invent-ზე მიღებულ ცოდნას "თიბისელები" სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენებენ, რათა ინფრასტრუქტურის დიზაინი ბევრად უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი გახადონ.

"თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ზოგადი ინფორმირებულობის გასაზრდელად და კომპეტენციის ასამაღლებლად მათი მსგავს კონფერენციებზე დასწრება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics