05:17 - 26 Jun, 2026
|
2023-12-29 11:11:23, 794 ნახვა
მსოფლიო
Reuters - დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა
კოლორადოს შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, „დემოკრატმა“ შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. „აშშ-ის კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, - წერს ბელოუსი 34-გვერდიან განჩინებაში. შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომაც აუკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)