|
2023-12-28 11:58:47, 569 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს გამგეობამ ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა
საბურთალოს რაიონში, აქტიურად გრძელდება წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება - ამჯერად, ქართველი მწერლისა და პოეტის, ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, ო. ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარედ ახლად მოწყობილ დასასვენებელ სივრცეში. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებაზე ცნობილმა მწერლებმა და მსახიობებმა ოთარ ჭილაძის ლექსები და ციტატები წაიკითხეს. პოეტის ოჯახის წევრებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები და სტუდენტები, ასევე საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. „ოთარ ჭილაძის სახელობის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ისეთი სიმბოლური დეტალები, რომლებიც დიდ ქართველ მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს ეძღვნება. მნიშვნელოვანია წავახალისოთ წიგნიერება, სწორედ ამიტომ ამ სკვერში, კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა გიზო ვასაძემ. ღონისძიებას წარუძღვა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც 2 500 კვ. მ ფართობია, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე. დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 800 კვ.მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი და დაიგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 663 751 ლარი გამოიყო, ხოლო სამუშაოები შპს „ლაგომ“ შეასრულა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)