|
2023-12-27 20:37:34, 1480 ნახვა
რეგიონი
შუახევში წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
შუახევში, 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაჯილდოვდნენ, რომლებსაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. მიღწეული შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სიგელები გადაეცათ16 წარმატებულ სპორტსმენს, 6 მწვრთნელს და რაგბის განვითარების სკოლის ფურტიოს გუნდს, ხოლო 4 გზის ევროპის ჩემპიონს, მსოფლიო ვიცე ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონს კონტაქტურ კარატეში დათა ფუტკარაძეს, სიგელთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცა.
ღონისძიებას, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტული ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)