11:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 22:43:07, 504 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - ამ პროცესში თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვს შესრულებული

ეს არის ისტორიული მოვლენა არამხოლოდ ჩვენი დეკადის, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. რომ არა ქართული საზოგადოების გენეტიკური და კულტურული მისწრაფება და რომ არა ის შრომა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტმა და მთელმა გუნდმა გასწია, ამ შედეგს ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცა. 

„შეუქცევადი პროცესია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე თავდაცვის ძალებს დიდი როლი აქვს შესრულებული, ჩვენი უწყება ამ პროცესებში ჩართული იყო, ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ და რომ არა ეს ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიღებდით. ჩვენი სამხედროები მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვადასხვა მისიებში, იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას და რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან იმ დონის ურთიერთობამ, რაც ბოლო წლებში გვაქვს, ითამაშა თავისი როლი ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics