|
2023-12-22 16:32:27, 758 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია - ეს არის სამხედრო ოპერაცია
რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ორბანმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის "სამხედრო ოპერაცია" და "ომი იქნება მაშინ, როდესაც ამას რუსეთი გამოაცხადებს". "ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ", - განაცხადა ორბანმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი ლიდერი ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერებიდან, რომელმაც გასულ კვირას ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილი 50 მილიარდი ოდენობის დახმარების პაკეტი დაბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)