|
2023-12-22 16:36:23, 653 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - პარტიების კამპანიის სისწორე ცესკომ დღეს ნათლად დაადასტურა
ემიგრანტების აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დღეს ცესკომ ნათლად დაადასტურა პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კამპანიის „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ სისწორე, - ამის შესახებ პარტიების "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიების ცნობით, განცხადების პოლიტიკურად მიკერძოებული სტილის მიუხედავად, ცესკომ დაადასტურა, რომ „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში“. „აღნიშნულით, ცესკომ გასცა მკაფიო დაპირება, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა და შესაბამისი მონაცემების მიწოდების შემდეგ გახსნას საარჩევნო უბნები ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. კამპანიის ამ ეტაპზე, აუცილებელია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაფიო და არაორაზროვანი განმარტება ზუსტი პროცედურის შესახებ, რომლის გავლაც საჭიროა ემიგრანტებისთვის, რათა მოხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადასაგზავნ ბაზაში, უცხოეთის იმ ქალაქებში საარჩევნო უბნების სწრაფად და დაუბრკოლებლად გასახსნელად, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურთ. მოვუწოდებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს საჯარო განცხადება აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განცხადებების მომზადება მიმდინარეობს მსოფლიოს 45 ქალაქში, ხოლო 6 ქალაქიდან: აშშ - ცინცინატი, აშშ - მაიამი, ბელგია - ანტვერპენი, ესპანეთი - ვალენსია, იტალია - ლეჩე, იტალია - მანტუა შესაბამისი განცხადებები უკვე გადაგზავნილია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კამპანია ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მოსაპოვებლად გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" კამპანიას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გამოეხმაურა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს. ამასთან, დღეს, 22 დეკემბერს, ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მხარეებს მოუწოდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეცდომაში არ შეიყვანონ და არჩევნებში მათ მონაწილეობას ხელი კანონის შესაბამისად შეუწყონ.
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)