12:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 15:13:30, 653 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე - ეს იქნება მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს მიჰყვება

სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცეები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მისგან არავის არაფერი აღარ გაუკვირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს "ეს იქნება მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს".

"რაც შეეხება შეწყალებას [ლაზარე გრიგორიადისის], სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცეები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მისგან არავის არაფერი აღარ გაუკვირდება. ის არის ჩვეულებრივად "რადიკალური ოპოზიციის", "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება მან გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ პირდაპირ მიჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ მაისს, სასამართლომ  გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

22 ნოემბერს, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics