16:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 15:18:49, 856 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა სამარცხვინო და ამორალურია

მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარტია „საქართველოსთვის" განცხადებას.

გვარამიას თქმით, იმ შემთხვევაში "თუ გახარიას პარტია ასე აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში".

"მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური! გახარიას პარტია ასე თუ აპირებს რეჟიმის შეცვლას, ან თავად ცდება, ან ამომრჩეველი შეჰყავს შეცდომაში.

მიშას ვულოცავ დაბადების დღეს. თავისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ!", - წერს გვარამია "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics