12:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 09:54:24, 813 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური - 2023 წლის განმავლობაში ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით 500-მდე პირი დავაკავეთ

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის (КГБ) ცნობით, 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის "დამრღვევი" 500-მდე ადამიანი დააკავეს.

КГБ-ს მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი, ხოლო 251-მა "სასაზღვრო ზონის რეჟიმი" დაარღვია.

"262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და გააძევეს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან", 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა", - აცხადებენ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში.

КГБ-ის ცნობითვე, თითოეულ შემთხვევაზე გამოძიება უკვე ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics