17:48 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 13:05:10, 729 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს. აღნიშნულ ინფორმაციას "ტელეგრამ-არხი" RESPUBLICA ავრცელებს.

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის განხილვის განახლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტელეგრამ-არხმა" ужная газета-მ გაავრცელა.

"ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება პარლამენტში დაბრუნდა. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ახალი წლის დადგომამდე შეთანხმების მიღწევას ლობირებს",- წერს ужная газета.

ekhokavkaza-ს ცნობით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მომზადებულ ე.წ. შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომები იყო დაშვებული. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და "ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics