22:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 11:49:29, 572 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

მიმდინარე წელს, ლისის ტბის მიმდებარედ, 16 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები, დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხრა სახეობის 16 000-ზე მეტი ძირი მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორია შემოიღობა, ასევე, სარწყავი სისტემა მოეწყო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქში არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ფონდს, რადგან თბილისისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებული ტყის ფართობები“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics