|
2023-12-19 23:55:19, 703 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ვართ
ჩვენ კარგად მომზადებული ვხვდებით საპარლამენტო არჩევნებს, პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე რომ არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების საფუძველი არ ექნება, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, რაც პირდაპირ აისახება საარჩევნო პროცედურებზე. „არჩევნების დღისთვის ფუნდამენტურად იცვლება პროცედურები - შემოდის ელექტრონული კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით და ასევე კენჭისყრა, ხმის დათვლა განხორციელდება ელექტრონული წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. გახსოვთ, იყო სერიოზული სირთულეები არჩევნების დღეს, მათ შორის იყო ადამიანური შეცდომები, დაუბალანსებელი ოქმები, ეს არის 30 წლიანი პრობლემა ჩვენი ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გვარდება იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა კანონმდებლობა და შემოდის ელექტრონული რეგისტრაცია და კენჭისყრა. ანუ, არჩევნების დღისთვის რაც იყო პრობლემური თუ სასპეკულაციო საკითხი, ყველაფერი პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით მოგვარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც განხორციელდა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, "მმართველი გუნდის ოპონენტებს ძალიან უჭირთ აქცენტის გაკეთება არჩევნების დღეზე და ცდილობენ აქცენტები წინასაარჩევნო პერიოდზე გადაიტანონ". „წინასაარჩევნო პერიოდს რაც შეეხება, ინტენსიური წინასაარჩევნო ფაზა იქნება ორთვიანი - სექტემბერ-ოქტომბერი არსებითად. ივლისიდან ალბათ მეტ-ნაკლებად გახურდება საარჩევნო კამპანია. ყველას შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს და თუ პრეტენზიები იქნება, რა თქმა უნდა, ყველას შეეძლება ამ პრეტენზიების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ არჩევნები ჩატარდება გამართულად, ისე რომ საფუძველი არ ექნება არავის მისი რაიმე არსებითი ფორმით გაკრიტიკების. თუ იქნება კრიტიკა, მზად ვართ ყველა შემთხვევაში პასუხისთვის, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)