06:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 11:08:57, 584 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები  და დასწრებოდნენ პანელურ დისკუსიებს.

„აგროტექნოლოგიების და აგროინოვაციების ფორუმი ფერმერებისა და  დაინტერესებული მხარეებისათვის კარგი პლატფორმაა საჭირო ინფორმაციის მისაღებად. მისასალმებელია ღონისძიებაში ახალგაზრდების მონაწილეობა.  მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარებისთვის“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. 

ფორუმს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე,  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი ლუიზა ნამიჩეიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ფერმერები და  მეწარმეები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა.  

აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.  

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics