13:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 16:59:35, 566 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დღეს საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პრემიერის ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწული საქმიანობის შეჯამების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  

თბილისის მერის თქმით, "საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს მომდევნო წლებშიც ღირსეულად უპასუხებს".  

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა და როგორ შეიცვალა. 

ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება  პასუხის გაცემა და დღეს ჰყავს საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, ყველა სირთულეს ღირსეულად უპასუხებს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ  ადამიანს, ვინც არის ქვეყნის სამსახურში, ვინც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. იმ გამოწვევებს, რომელიც  არსებობს ქვეყანაში, მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics