16:14 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 17:08:30, 769 ნახვა

მსოფლიო
კულება - ჩვენ ერთი ნაბიჯით კი არა, არამედ გიგანტური ნახტომით მივუახლოვდით EU-ში გაწევრიანებას

ჩვენ ერთი ნაბიჯით კი არა, არამედ გიგანტური ნახტომით მივუახლოვდით ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა ახლა ბევრად უფრო ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან. 

"უკრაინა ახლა ბევრად უფრო ახლოსაა ევროკავშირის წევრობასთან. ჩვენს სახელმწიფოს ახლა დარჩენილი აქვს ორი ეტაპი - მოლაპარაკება და გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება. 

ჩვენ ერთი ნაბიჯით კი არა, არამედ გიგანტური ნახტომით მივუახლოვდით ევროკავშირში გაწევრიანებას", - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics