11:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 15:15:03, 709 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია - პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს, აღნიშნულის  შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ კრემლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიას, პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაღალჩინოსანმა, ანდრეი ტურჩაკმა განუცხადა, პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.

ამასთან, პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერის, სერგეი მირონოვის განცხადებით, პუტინის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვება მალე დაიწყება.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს  გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics