13:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 13:41:49, 653 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ არაევროპულად მოიქცა, როცა ზეიმზე პრეზიდენტს სიტყვის თქმა არ შესთავაზა

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფოს მეთაურსაც კი, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის  ღონისძიებაზე მისვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

"ჰერჩინსკის გამოსვლა იყო სწორედ ამის დემონსტრირება, რა არის ევროპული კულტურა, ევროპული ქცევა, ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი დ.ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდა განსხვავება მის გამოვლასა და დანარჩენ გამოსვლებსა და მიდგომებს საკითხისადმი.

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფოს მეთაურსაც კი, არაფერს ვამბობ სხვებზე, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი იყო პრეზიდენტის იქ ყოფნა. ერთპარტიულ ჭრილში სამყაროს აღქმა - ეს არის დრომოჭმული და ეს აუცილებლად დასრულდება. ამიტომაა საჭირო, რომ დროზე ვიაროთ წინ, ევროპისკენ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა.

ღონისძიებას  სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, "თუ არადა, ხალხში იქნება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics