|
2023-12-15 14:29:23, 766 ნახვა
საზოგადოება
ბენდელიანი ბუაძეს - ბინა ვიყიდე, დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი
მაგ კორპუსში ბინა ვიყიდე, დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, - ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართი იაფად იმავე კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში აქვს ნაყიდი, რომელიც ამჟამად ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას ახორციელებს. „ბოლო რაიმდენიმე თვეა, რამდენიმე ტელევიზიით ვნახე, რომ ჩემს სახელს და გვარს ახსენებ ხოლმე ხშირად. დაახლოებით, 10 წლის წინ მაქვს მაგ კორპუსში ბინა ნაყიდი, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, თუმცა კიდეც რომ მემუშავა მერიაში, მაგის პრობლემასაც ვერ ვხედავ. თქვენ რა დოკუმენტიც გიჭირავთ ხელში, ეგ არის რეგისტრაციის თარიღი, მას შემდეგ, რაც კორპუსი აშენდა, განშლა გაკეთდა და ფიზიკურად შესაძლებელი გახდა საჯარო რეესტრში მაგ ბინის დარეგისტრირება. ცოტა უფრო მეტ დროს თუ დაუთმობ ჩემს დეკლარაციას, იქ ატვირთულ სასესხო ხელშეკრულებებს, შემოსავლებს და ასე შემდეგ, უფრო ნაკლები სურვილი გექნება, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო. 175 დოლარად არ არის ნაყიდი და გადარიცხვის ქვითრებიც შემიძლია თარიღებით და ოდენობით წარმოგიდგინოთ, აქ მგონი მაგის ადგილი არ არის“, - მიმართა ირაკლი ბენდელიანმა საბა ბუაძეს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)