|
2023-12-15 12:01:05, 768 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომა პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს
თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს, პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქციის წევრმა, გიორგი შარაშიძემ კალაძეს კითხვა-პასუხის ფორმატის გადადებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დღეს ზეიმის დღეა. "მოგესალმებით და ყველას გილოცავთ ისტორიულ დღეს - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ოფიციალურად მიღებას, რაც ქართველი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა! დღეს ზეიმის დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მერის მიმართ არაერთი მწვავე და კრიტიკული კითხვა გვაქვს, მიგვაჩნია, რომ დღეს ამის დრო არ არის! ბატონო კახა, თქვენ, რა თქმა უნდა, შეგეძლოთ, ისე როგორც გასულ წლებში, სხვა დრო შეგერჩიათ თქვენი ანგარიშისთვის, მაგრამ ეს ისტორიული დღეც თქვენი პიარტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენეთ. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ გადადოთ კითხვა-პასუხის ფორმატი და თუ მართლა გსურთ ჩვენი კითხვებისა და თქვენი წარუმატებელი მერობის შეფასების მოსმენა, სხვა დროს მობრძანდეთ საკრებულოში. ჩვენ კი ამ ისტორიული დარბაზიდან კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ დღეს, ვტოვებთ სხდომას და ვუერთდებით ჩვენს მოქალაქეებს საყოველთაო ზეიმში! ჩვენი გუნდის ევროპული მისწრაფების ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რაც უპირველესად კორუფციასა და არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაზე გადის, ჩვენს ადგილებზე ვტოვებთ ევროპის დროშას, როგორც საქართველოს უალტერნატივო მომავლის სიმბოლოს!"- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)