16:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 23:01:44, 672 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა - ამაში უნგრეთი არ მონაწილეობდა

უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება. უნგრეთი არ იღებდა მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ორბანის თქმით, მოცემულ გარემობებეში უკრაინასთან წევრობის მოლპარაკებების დაწყება არის სრულიად აზრს მოკლებული და არარაციონალური.

„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყავით თითქმის რვა საათის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე. ჩვენ გვაქვს დიდი დებატები ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ. უნგრეთის პოზიცია მკაფიოა, უკრაინა არ არის მზად, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამ გარემობებეში უკრაინასთან წევრობის მოლპარაკებების დაწყება არის სრულიად აზრს მოკლებული, არარაციონალური, არასწორი გადაწყვეტილება და უნგრეთი არ შეიცვლის თავის პოზიციას. მეორე მხრივ, დანარჩენმა 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა ამ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ თუ 26-მა ქვეყანამ გადაწყვიტა ამის გაკეთება, ისინი საკუთარი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს არ სურს, მონაწილეობა გაიზიაროს. ეს ცუდი გადაწყვეტილებაა და ამ მიზეზით უნგრეთს არ მიუღია მონაწილეობა დღევანდელ ამ გადაწყვეტილებაში“, - აცხადებს ორბანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობსითვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
კობახიძე: რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი? წაგიყვანთ და 4.60 ლარად გაყიდინებთ 10 კვერცხს
გაათავისუფლეს ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი, რომელსაც სახაროვის პრემია მზია ამაღლობელთან ერთად მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics