15:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 15:30:40, 608 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - არაფერს არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ყველაფერია მოსალოდნელი

არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუს.

კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც "დღეს რატომღაც შეიცვალა".

„არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასჯელს იხდის, თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ქართულ პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს.

„აღნიშნულ საკითხს ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, არც ოპოზიციურ სპექტრში. რას ამბობენ უცხოელები ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა. როდესაც საქართველოში გქვია პოლიტიკოსი, გაქვს პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, შენი ქვეყნის მოსახლეობაში უნდა მოიპოვო ავტორიტეტი და მხარდაჭერა. გახსოვთ არჩევნები, როგორი ნეგატიური განწყობა იყო მის მიმართ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც. საარჩევნო ბანერებში ჩვენი ფოტოსურათების განთავსება მოგვიწია. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ. დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია“, - დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics