|
2023-12-14 13:41:01, 507 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანის შექმნაზე IATA იმუშავებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით თბილისში 3 დღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, აეროპორტების გაერთიანებამ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც IATA-მ გაიმარჯვა. მათივე ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთანაა დაკავშირებული. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ის პროექტია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წარმატების ისტორია უკვე დაწერა. ეს არის აეროპორტი საიდანაც, საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მომავალ წლებშიც წარმატებით ვფოკუსირდეთ ამ მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია როგორც არამხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ რეგიონში ეკონომიკური მდგენელიც. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის მასტერპლანის არსებობა. უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ. აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, 6 თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში. საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს. ასევე მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)