2023-12-14 10:16:41, 1487 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 42 დრონიდან 41 გავანადგურეთ
უკრაინამ, 14 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 42 დრონიდან 41 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ყირიმიდან, ბალაკლავას რეგიონიდან დაფიქსირდა.
"ამ ღამით შევძელით Shahed-136/131-ის ტიპის 42 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41-ის ჩამოგდება. აბსოლუტური უმრავლესობა ოდესის ოლქში გაუშვეს. ოკუპანტებმა შეტევა 13 დეკემბერს, 19:00 საათიდან დაიწყეს. თავდასხმის ძირითადი მიმართულება ოდესის ოლქი იყო. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,