21:21 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 18:39:53, 493 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ, რა შედეგი დაიდო

ხალხს შეიძლება ბევრი რამ უნდოდეს, მაგრამ შენ, მისმა ხელისუფალმა თუ არ გააკეთე შესაბამისი რეაგირება ხალხის ამ პოზიტიურ მოთხოვნაზე და მიზანსწრაფვაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს რაღაც უნდა, ამის გამო არავინ არაფერს მოგანიჭებს: არც ვიზალიბერალიზაციას გაგიკეთებენ და გენდობიან, არც ასოცირების ხელშეკრულებას გაგიფორმებენ, არც სტატუსს მოგცემენ, არც დადებით რეკომენდაციას გასცემდნენ. მხოლოდ სურვილი არ არის რაღაცის საფუძველი, გატარებული რეფორმები არის მთავარი საფუძველი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "საუბარი და რადიკალური ოპოზიციის აპელირება ხელისუფლების პრორუსულობაზე, საუბრად დარჩება, ხოლო ისტორიაში შევა კონკრეტული შედეგები, თუ რომელი ხელისუფლების დროს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია და როდის მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი".

"მოდით, შედეგებით ვილაპარაკოთ. საუბარი საუბრად რჩება, ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ, რა კონკრეტული შედეგები დაიდო: ვიზალიბერალიზაცია როდის მივიღეთ - როდის მერე გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე, როდის მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, როდის გაიცა დადებითი რეკომენდაცია, როდის მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და ა.შ. ეს არის კონკრეტული შედეგები, რომელიც იყო შეფასება და დაფასება ყოველი ეტაპის შემდეგ და ასე გაგრძელდება. ჩვენ აქეთ მივდივართ და მოსკოვის გავლით, ევროპაში ვერ შეხვალ, გამორიცხული ამბავია, ამათ კი იძახონ, "რუსები, რუსები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics