04:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 10:04:31, 696 ნახვა

საზოგადოება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის იუსტიციის სახლში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიის „იუსტიციის სახლის მეგობარი" ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლში მუშაობის სპეციფიკასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას გაეცნენ.

სტუდენტებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სტუდენტებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ინოვაციური მეთოდების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

შემდეგი წლიდან, იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, ინტენსიურად გაგრძელდება სტუდენტებისა და მოსწავლეების შემეცნებითი ხასიათის ვიზიტები. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics