|
2023-12-12 20:20:29, 748 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - როდესაც ელოდები კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ჰქვია, ის ამბობს, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, უარესი რა შეიძლება თქვას?
სპექტაკლში "მინდა მივიწერო ეს კარგი საქმე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი", ბუნებრივია, მონაწილეობას არ მივიღებთ. სალომე ზურაბიშვილი ამ სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირია, რეჟისორი, რა თქმა უნდა, თავად არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სალომე ზურაბიშვილის კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ობიექტურ შეფასებაზე დაყრდნობით კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერა სჭირდებოდა, "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა". "პრეზიდენტად წოდებულს, რა უნდა დაეზიანებინა საქართველოსათვის უფრო მეტი, როდესაც იმ ეტაპზე ვიყავით, როცა ჩვენ გვჭირდებოდა ყველა მიმართულებით ობიექტური შეფასება. ვთქვათ, არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა სტატუსს და ეთქვა რომ იმსახურებს - ამაში ხომ არავინ გაამტყუნებდა პრეზიდენტად წოდებულს, ან სხვა ნებისმიერ პოლიტიკოსს ან მოქალაქეს?! ამ შემთხვევაში, სუბიექტური ხარ შენი ქვეყნის სასარგებლოდ, მაგრამ, ობიექტური შეფასება როცა გვჭირდებოდა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და არ იმსახურებსო, ამ დროს რომ ამბობდა, მეტი მტრობა საკუთარი ქვეყნისთვის თუ შეგიძლიათ, დამისახელეთ. თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა შეგიძლია უმტრო შენს ქვეყანას, როდესაც ელოდები კანდიდატის სტატუსს და პრეზიდენტი რომ ჰქვია, ის ადამიანი ამბობს, რომ ჩემი ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არც შარშან იმსახურებდა, არც წელს იმსახურებსო, უარესი რა შეიძლება თქვას? ასეთ კრიტიკულ მომენტში, შენს ქვეყანას უარეს დარტყმას ვერ მიაყენებ“, - აღნიშნა მდინარაძემ. მისი განცხადებით, ზურაბიშვილის და მთლიანად ოპოზიციის მდგომარეობას ნათლად აჩვენებს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული „ევროპული მარში“, სადაც 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. „წარმოიდგინეთ, რა დაემართა ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმ დღეს, 500 კაცი რომ მივიდა? ევროპის თემატიკასთან დაკავშირებით, 500 კაცზე მეტს რომ ვერ მიიყვან პრეზიდენტი და მთლიანი ოპოზიცია, როგორ აღარ არსებობ როგორც პოლიტიკოსი, ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)