16:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 15:34:10, 852 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - პრეზიდენტის ღონისძიება დეპოლარიზებაში ვერ დაგვეხმარება, მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ

ღონისძიებაზე მოწვევა მივიღე. მთლიანობაში, პრეზიდენტის კამპანიას, რომ ქართველი ერის ხმა მიაწოდოს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება ვერ შეასრულებს იმ ამოცანას, რაც მას აკისრია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

"ღონისძიებაზე მოწვევა მივიღე. მთლიანობაში, პრეზიდენტის კამპანიას, რომ ქართველი ერის ხმა მიაწოდოს ევროკავშირს, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება ვერ შეასრულებს იმ ამოცანას, რაც მას აკისრია. ის ვერანაირად ვერ დაგვეხმარება დეპოლარიზებაში და პირიქით. ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, ფიგურები - ისეთები, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტები.

დეპოლარიზების ნაცვლად, პირიქით გამოჩნდება, თუ როგორი დაპირისპირება და უფსკრულია ქართულ პოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ ამ ფორმით ეს ღონისძიება საკუთარ ფუნქციას ვერ შეასრულებს და ამიტომ, მასში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 13 დეკემბერს, „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები დიპლომატიურ კორპუსს გადაეცემა. პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან.

ზურაბიშვილის პეტიციაზე - "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერების შეგროვება ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. პეტიციაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები ევროპის ლიდერებს მიმართავენ, რომ დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ისე ორბელიანების სასახლეში მისვლით. პეტიციაზე ხელის მოსაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics