|
2023-12-12 15:25:55, 684 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია განათლების სამინისტროს წინააღმდეგ მიუთითებს, რომ მინისტრი კარგად მუშაობს
ბოლო პერიოდში, შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, მინისტრის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს მადლობა გადაუხადა. "რა თქმა უნდა, ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს და მის გუნდს, კიდევ ერთხელ და და ვუსურვო წარმატებები... ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით - 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, მეგობრებო. 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს უკვე, მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის, დაახლოებით, 1 200 ლარამდე. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები მასწავლებლებისთვის. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. 500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1 700, 1 800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის",- თქვა ღარიბაშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)