17:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 14:21:11, 775 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია - ენმ-ი არის ძალა, რომელიც საქართველოს ებრძვის

ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ, თითქოს სხვა ცენტრები იქმნება და ამით დააბნიონ საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი "არ დაიბნევა".

"ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაზე. ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება. სინამდვილეში, ოპოზიციაში ერთადერთი ძალა არის  "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ფინანსური და სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია - ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics