04:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 12:34:41, 557 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

"სამუშაო შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოსამართლეები, პროკურორები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მნიშვნელობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დაცვის მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, შემაკავებელი ორდერის, რისკის შეფასების ინსტრუმენტის, მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების როლსა და მნიშვნელობაზე, მათი ეფექტიანი გამოყენების რელევანტურ საკითხებზე იმსჯელეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics