2023-12-12 10:53:25, 1452 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 გავანადგურეთ
უკრაინამ, 12 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ყირიმიდან, ბალაკლავას რეგიონიდან დაფიქსირდა.
"სულ, Shahed-136/131-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს.
გარდა ამისა, 11 დეკემბრის საღამოს, "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს 2 Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა ზაპორიჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,