17:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 10:36:06, 755 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი - საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელი წერს.

კვირიკაშვილის განცხადებით, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების, გაძლიერების უნიკალური შანსი.

"ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ - ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულით-ხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რომლის კულტურის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ქართული კულტურა.

ეს გამარჯვება სისხლით მოიპოვეს გმირებმა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში, ასევე უკრაინაში მხარდამხარ მებრძოლმა უკრაინელმა და ქართველმა გმირებმა, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ თავისუფლებას, დნესტრისპირეთში მოლდოვის თავისუფლებისთვის მებრძოლმა გმირებმა და ა.შ.

ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის.

2023 წლის 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვიშურებ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსურს გულწრფელად მივულოცო მათი, როგორც ხელისუფალთა და ქვეყნის ეს ისტორიული წარმატება.

მინდა, ჩემი ხმა შევუერთო საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების, გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს: ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის (უკვე აღარ - "პოსტსაბჭოთა") სამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - ევროკავშირის ღირსეულ მომავალ წევრებს",- წერს კვირიკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics