05:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 16:41:36, 716 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე აშშ-ში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბრეგაძემ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ICC-ს განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის საკითხში.

"მინისტრის თქმით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დაცვასა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

რატი ბრეგაძემ სილვია ფერნანდეს დე გურმენდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ICC-ის დამფუძნებელი წევრი სასამართლოს აქტიური მხარდამჭერია. კერძოდ, ყოველთვის მონაწილეობს სესიებში, საერთო დებატებსა და დისკუსიებში. მიმდინარე წელსაც საქართველო აქტიურად იყო ჩართული ICC-ის ახალ მოსამართლეთა არჩევნებში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ორდერების დროულად აღსასრულებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა წევრი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ენიჭება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულება",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics