|
2023-12-10 16:37:11, 1208 ნახვა
რეგიონი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა - დაჯილდოვდნენ დამსახურებული მეგზევეები
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებს მეგზევის პროფესიული დღე მიულოცა. აჭარის მთავრობის მეთაურმა რეგიონის მასშტაბით განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას. „მეგზევის პროფესიულ დღეს ვულოცავ მეგზევეებს, ამ დარგში მოღვაწე პირებს. მადლობას მოგახსენებთ გაწეული უდიდესი შრომისთვის. ბოლო წლებში უპრეცედენტო მნიშვნელობისა და მასშტაბის პროექტები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა გაწეული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, მშენებლობის, მოვლა-შენახვის კუთხით, ყოველწლიურად მზარდია ბიუჯეტი. თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რათა ყველა დასახლებული პუნქტი უზრუნველყოფილი იყოს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განვახორციელებთ ყველა დაგეგმილ პროექტს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. 2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვისთვის 62 106 672 ლარი დაიხარჯა. აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 22 მიმართულებით ასფალტო ბეტონის საფარი მოეწყო 61.42 კმ საავტომობილო გზაზე, ხოლო ბეტონის საფარი იგება 75 კმ. საავტომობილო გზაზე. პარალელურად ხორციელდება 159 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტი 63 983 516 ლარს შეადგენს. მეგზევის დღესთან დაკავშირებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდნენ დამსახურებული მეგზევეები. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)