18:22 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 12:46:57, 756 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად

შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ელჩის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა ახლავს.

"დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.

1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციის გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად",- აცხადებს ჰერჩინსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics