2023-12-10 11:27:54, 1057 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში ტორნადოს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 3 პირი ნეშვილის ჩრდილოეთით, მედისონში დაიღუპა.
მონტგომერის ოლქის ოფიციალური პირები ასევე ადასტურებენ 3 მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის გარდაცვალებას კლარკსვილში.
კლარკსვილის მერის, ჯო პიტსის თქმით, შექმნილი ვითარების გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შაბათ-კვირას ღამით კი, კომენდანტის საათი დაწესდა.
შტატის ადგილობრივი მთავრობა ამბობს, რომ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,