19:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 23:52:58, 903 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის უკრაინის დახმარების შენარჩუნებაა საჭირო

უკრაინის თავდაცვისთვის გამოყოფილი ამერიკული ინვესტიციების 90 პროცენტი აშშ-ში, ადგილობრივ მწარმოებლებზე დაიხარჯა, რამაც ეკონომიკის ზრდა გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კამერონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის საჭიროა უკრაინის დახმარების შენარჩუნება.

„თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში ამ აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, უსაფრთხოების დახმარების 90 პროცენტი რეალურად დაიხარჯა აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს ასევე მომგებიანი იყო, რომელიც უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. 

კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics