18:22 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 17:06:37, 568 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას მოემზადებინა პლატფორმა და შემდეგ შეექმნა პარტია - ერთი ერთში იმეორებს კეზერაშვილისგან დაფინანსებული ენმ-ის პოზიციას

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი დაეყენებინა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოსდა მისი პათოსი განსხვავებულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ნიკა მელია "ერთი ერთში იმეორებს იმ პოზიციას, რაც კეზერაშვილისგან დაფინანსებულ „ნაცმოძრაობის“ რგოლს აქვს".

„რასაკვირველია, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით დაეყენებინა, რომელსაც წარსულში სერიოზული სისხლიანი ლაქა ახასიათებს და შემდეგ უკვე შეექმნა პარტია, თითქოსდა განსხვავებულია მისი პათოსი, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. 

ზუსტად ერთი და იგივეა, ერთი ერთში იმეორებს იმ დამოკიდებულებას, პოზიციას, რაც კეზერაშვილისგან დაფინანსებულ „ნაცმოძრაობის“ რგოლს გააჩნია. ერთადერთი, რითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის მუდმივი შეჯიბრი იმაში, თუ ვის უფრო მეტი დესტრუქციის რესურსი აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics