19:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 13:22:26, 677 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა, არის ის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში. „ქართულ ოცნებაში“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე უნგრეთში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს.

ვაშაძის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს.

„ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. კონკრეტულად რა იქნება შინაარსი კობახიძესთან შეხვედრის, სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის, მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, დანარჩენს ვნახავთ, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ ერთად. 

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 9 დეკემბერს ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან,  რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში“,- აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტი გუშინ, 5 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics